მოგესალმებით FMychat.GE - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
22 May 2019
(ON)
დაკარგულს ნუ გაეტირები... !!
ნუ გაუბრაზდები იმას, ვინც ვერ გაგიფრთხილდა, ვისაც ეგონა, რომ შენი თავი დაიმსახურა და საბოლოოდ უმადური და დაუნახავი აღმოჩნდა... იმაზე მეტად ვერ დასჯი, ვიდრე შენი დაკარგვით დაისაჯა... გული არ გეტკინოს იმაზე, ვინც ვერ გაიგო შენი ფასი და ჩათვალა, რომ უკეთესის ღირსი იყო... პირიქით, შენ არაფერი დაგიკარგავს... ამ მდგომარეობით ერთით ნაკლები ჭირვეული ადამიანი მოიშორე... ისიც ჭკუას ისწავლის და მიხვდება, რა პატივში იყო და შენც არანაკლებ ისწავლი ჭკუას, მომავალში ზედმეტად არ გადაყვე არავის... გასაგებია, რომ მადლობისთვის არაფერს აკეთებ, მაგრამ დაუნახაობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელიც აბრმავებს ადამიანს და საბოლოოდ ართმევს მადლიერების გრძნობას... რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ვერ დააფასე ის, რაც გქონდა და დაუნახავობის გამო წაგერთვა... ის კი არ არის მთავარი, რამდენი მოგეცა, მთავარია რაც მოგეცა იმას როგორ გაუფრთხილდი... სიკეთის კეთებასაც ნიჭი უნდა... ყოველთვის კი არ უნდა გადაყვე იმას, ვინც თვლის, რომ მეტის ღირსი იყო... არ გაგიკვირდეს, ვისაც პური გაუწოდე, პირველ ქვას სწორედ ის გამოგიქანებს... ასეთი ქცევა გაქვავებული გულის ბრალია... ყველაზე მძიმე სასჯელი სულიერი სიბრმავეა... ისინი ვერასდროს ხედავენ მზეს!.. მამა პეტრე
0 სხვა
18 May 2019
(ON)
იქ სადაც მარტო შენ ხარ
ყველას დაასწრებ ადგომას დადგები სარკის წინ და ვერ ცნობ შენს თავს კითხვები რომ გაგიელვებს თავში უცებ გეცინება გეცინება იმიტომ რომ შენს თავს არასერიოზულად უყურებ. ცოტას გაიპრანჭები და იმ სახეს დაიყენებ რომელიც გარეთ გჭირდება. მიდიხარ შენთვის და ათას რამეზე ფიქრობ თუნდაც აკვიატებულ მუსიკას იმეორებ თავში...ისევ ძველებურად დადიან კითხვებით 14 წლის ლაწირაკები სიგარეტი ხომ არ გაქვს? შენ ავტომატურად არას პასუხობ რომც გქონდეს სიგარეტი, ეგ არაფერი ბევრმა ჩაგიარა გვერდით სიარულის დროს რომლებიც არაფერზე ფიქობდნენ შენგან განსხვავებით... ლოთებიც იქვე წვანან მზეს ემალებიან ალკოჰოლისგან გაცხელებულს ზოგიერთმა ვერც მოასწრო ჩრდილამდე მიღწევა..შენ რაზე ფიქრობ? გეცოდება? თვალს არიდებ გზას გაყვები. წარმოუდგენელია გაექცე მეტროსა და ავტობუსში 60 წელს გადაცილებული მამრები რომლებიც სპირტის სუნად ყარრან თვალს აარიდებ მაგრამ გრძნობ სამწუხაროდ.. რამდენი იშვერს ხელს დასახმარებლად შენ ჯიბეში ხელის ჩაყოფაც კი გეზარება და შენს თავს აჯერებ რომ არ გაქვს არაფერი რითაც დაეხმარები... ყველაფერს ივიწყებ როგორც კი გვერდს ჩაუვლი... გულთან არ მიგაქვს ის რასაც ხედავ თუმცა სანამ გულთან მიიტან ჯერ გული უნდა გვქონდეს...
0 სხვა